ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"ირმას გალერეა" - ახალი გალერეა-სალონი ერეკლეს მოედანზე
10/06/2013


"ირმას გალერეა" - ახალი გალერეა-სალონი ერეკლეს მოედანზე

[PUBLICITY.GE]თბილისი, 10 ივნისი, 2013 -  კვირას, თბილისში ახალი გალერეა „ირმას გალერეა" გახსნა. 

გალერეაში წარმოადგენილია, როგორც ავტორისა და მფლობელის ახალგაზრდა ხელოვანის ირმა კვეზერელის საიუველირო ნამუშევრები, ასევე სხვა ნიჭიერი ქართველი ხელოვნების მიერ შესრულებული ექსპონატები.

მიმდინარე კვირიდან დამთვალიერებელს შეუძლია თავად შეაფასოს ტიხრული მინანქრისა და საიუველირო ნაწარმის უნიკალური ნაკეთობები, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიითა და დახვეწილი გემოვნებითაა შესრულებული.

ირმას გალერეაში" სტუმრებს და პროდუქციის შეძენის მსურველებს სისტემატიურად  შეეძლებათ ისიმოვნონ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშებით და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ სახელობითი პროდუცია.


ავტორი: ნათია მალაზონია



ირმა კვეზერელის ნაკეთობა

ამ ეტაპზე სალონში გამოფენილია ირმა კვეზერელის უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული ძვირფასი საიუველირო ნაწარმი, ლიკა ჩიქავას, ელენე ოსტროჟნაიას, სოფო ეცადაშვილი, ნათია დეკანოსიძის, ნათია მალაზონიას, მაია ზარანდიას, მერი მაისურაძის, ქეთევან კავთელაძისა და დავით ჩხეიძის ნაშრომები. ასევე სოფო ეცადაშვილის ტიხრული მინანქრის ექსკლუზიური პროდუქცია და "მიკრომოზაიკის სახელოსნოს" პროდუქცია.


ლიკა ჩიქავას ნამუშევრები

ახალი გალერეის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული პროდუქციისა და ნაწარმის პოპულარიზაციას ქართველ და უცხოელ მომხმარებელში, ხოლო "ირმას გალერია" გახდეს ქართველი ხელოვნებისა და თანამდეროვე კულტურის ცენტრი, სადაც ყოველთვის იქნება გამოფენილი ცნობილ ხელოვნათა დახვეწილი და გემოვნებიანი ნამუშევრები.

###

ღონისძიების მხარდამჭერი publicity.ge



წაკითხულია: 4617